ოსტინის განცხადება

14 ივნისი 2022, 11:06 787 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მზად არიან უზრუნველყონ უკრაინა აუცილებელი შეიარაღებით,  რათა  მან რუსეთის აგრესიის მოგერიება შეძლოს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ტაილანდში ვიზიტისას განაცხადა. 

პენტაგონის პრესსამსახურის ცნობით, ჟურნალისტმა ოსტინს ჰკითხა, არის თუ არა შეერთებული შტატების და მოკავშირეების მიზანი ომში უკრაინის გამარჯვება და რუსეთის დასუსტება.

„აშშ მზადაა მიაწოდოს ყველაფერი და დაეხმაროს უკრაინას წარმატების მიღწევაში. ჩვენ ასევე გვყავს პარტნიორები მთელ მსოფლიოში, რომლებიც მზად არიან დაეხმარონ უკრაინას. თქვენ იცით, რომ ჩვენ მივაწოდეთ მნიშვნელოვანი რაოდენობის ჰაუბიცები და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა - განაცხადა  ენტაგონის ხელმძღვანელმა.

ოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და პარტნიორები გააგრძელებენ ძალისხმევას, რათა რაც შეიძლება მეტი მხარდაჭერა მიაწოდონ უკრაინას უმოკლეს დროში და დაეხმარონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს წარმატების მიღწევაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში