საგრანტო კონკურსი სტარტაპებისთვის

14 ივნისი 2022, 11:18 880 ნახვა

20 სტარტაპ პროექტი დღეს გამოვლინდება, რომელთაც სახელმწიფო 150 ათას  ლარიან თანადაფინანსებას გაუწევს.

ამ წუთებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკში გრანტების პროგრამის კონკურსანტები საკუთარ პროექტებს წარადგენენ. ჟიური უცხოელი სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული.   

წელს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მოცულობა  წინა წლებთან შედარებით 50 ათასი ლარით გაიზარდა.

პროგრამის მიზანი საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირებაა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში