დღეიდან სამი რუსული ბანკი SWIFT-დან გათიშეს

14 ივნისი 2022, 14:34 945 ნახვა

რუსეთის უმსხვილეს ბანკ „სბერბანკ“-ს სვიფტი გაუთიშეს. ამას ითვალისწინებს, უკრაინაში ომის გამო, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც ევროკავშირის სახელმწიფოთა ლიდერებმა ივნისის დასაწყისში დაამტკიცეს.

სანქციების მეექვსე პაკეტში მოექცა და დღეიდან სვიფტიდან გათიშეს კიდევ ორი რუსული ბანკი, „როსსელხოზბანკ“-ი და მოსკოვის საკრედიტო ბანკი.

სამივე მათგანი ირწმუნება, რომ რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ შეექმნებათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში