პოდოლიაკის მიმართვა ღარიბაშვილს

14 ივნისი 2022, 14:18 859 ნახვა

“არავინ დგას რიგში ნებაყოფლობით იმისთვის, რომ რუსული რაკეტებისგან მოკვდეს”, - ასე მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს პასუხობს.

„უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის. ევროკავშირი მაღალ ფასს იხდის თავისი ცივილიზაციის დასაცავად.

ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?" - წერს მიხაილო პოდოლიაკი.

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში