ზელენსკი მზად არის პუტინთან პირისპირი მოლაპარაკებისთვის

15 ივნისი 2022, 10:54 610 ნახვა

ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის პუტინთან პირისპირი მოლაპარაკებისთვის - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ამჯერად, დანიურ მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, საომარი მოქმედებების შეწყვეტის საკითხი მთლიანად პუტინის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ომის დასასრულებლად ყველა არსებული შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, მათ შორის, პირდაპირი დიალოგი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში