უკრაინა 2 წელიწადში მსოფლიო რუკაზე აღარ იქნება - მედვედევი

15 ივნისი 2022, 14:10 1041 ნახვა

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ეჭვქვეშ დააყენა უკრაინის მომავალი არსებობა. მისი თქმით, უკრაინა ტყუილად ითხოვს აშშ-სგან 2 წელიწადში თხევად ბუნებრივ აირს, რადგან ამ დროს უკრაინა აღარ იარსებებს მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე.

„ვნახე შეტყობინება, რომ ლენდ-ლიზის ფარგლებში უკრაინას სურს მიიღოს თხევადი ბუნებრივი აირი მისი საზღვარგარეთელი მფლობელებისგან გადახდის ორწლიანი გადავადებით. ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? - წერს მედვედევი თავის ტელეგრამ-არხზე. მისი აზრით,  ვაშინგტონს არ აღელვებს უკრაინის შემდგომი ბედი, რადგან იქ პირველ რიგში რუსეთის ბედით არიან დაინტერესებული. 

„მათ იმდენი ინვესტიცია ჩადეს ანტირუსულ პროექტში, რომ სხვა ყველაფერი მათთვის არაფერია“, - წერს მედვედევი.

უკრაინული მედიის თანახმად, დიმიტრი მედვედევმა აღიარა, რომ რუსეთის მიზანი უკრაინის განადგურებაა, და რომ წამოწყებული ომის  მიზეზი არ არის დონბასის მოსახლეობის დაცვა, არც ნატოს საფრთხე და მით უმეტეს, არც „ბიოლოგიური ლაბორატორიები“. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში