ბათუმს ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე გლობალური სასტუმრო ბრენდი შეემატება

15 ივნისი 2022, 18:12 1522 ნახვა

2022 წელს ბათუმს ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე გლობალური სასტუმრო ბრენდი Courtyard by Marriott შეემატება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერთან, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან და კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად ფინალური სამუშაო პროცესი დაათვალიერა. 

2022 წელს ბათუმს ექსკლუზიური არქიტექტურის მქონე გლობალური სასტუმრო ბრენდი შეემატება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 45 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

ოპერირების დაწყების შემდეგ, პროექტში შემავალი სასტუმრო და პრემიუმ კლასის აპარტამენტები 300-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს. 41-სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის „ალიანს პალასის“ მშენებლობა 2015 წლის ბოლოს დაიწყო.

ამჟამად სასტუმრო გახსნისთვის ემზადება. დასრულდა როგორც სამშენებლო-სარემონტო, ასევე ინტერიერის აღჭურვის და მოსაპირკეთებელი სამუშაოები.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში