აშშ-ის გარდა უკრაინას კიდევ 40-ზე მეტი ქვეყანა ეხმარება - ბლინკენი

16 ივნისი 2022, 10:04 735 ნახვა

შეერთებული შტატების გარდა, უკრაინას პირდაპირ თავდაცვით მხარდაჭერას უწევს 40-ზე მეტი სახელმწიფო. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა  განაცხადა.

"უსაფრთხოების სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების, ისევე როგორც 40-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორის მხრიდან დახმარება აძლიერებს  უკრაინის პოზიციებს  მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში" - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ეს ხელს უწყობს უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფას ბრძოლის ველზე, ასევე მისი პოზიციის განმტკიცებას მოლაპარაკების მაგიდასთან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში