დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქს სანქციები დაუწესა

16 ივნისი 2022, 16:03 1022 ნახვა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა.

„ბიბისის“ ცნობით, სანქცირებულთა სიაში მოხვდა ასევე, ბავშვთა ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების იძულებითი გადაყვანისა და გაშვილებისთვის.

კირილს სანქციები რუსეთის სამხედრო აგრესიის აშკარა მხარდაჭერისთვის დაუწესეს.

„ჩვენი სამიზნე არის პუტინის ომის ხელშემწყობები და დამნაშავეები, რომლებმაც უკრაინას წარმოუდგენელი ტანჯვა მიაყენეს, მათ შორის ბავშვების იძულებით გადაყვანა და გაშვილება“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის ლიზ ტრასის განცხადებაში.

დიდმა ბრიტანეთმა შეზღუდვები ასევე დაუწესა რუსული კომპანიის „ვოლგა-დნეპრის“ ხელმძღვანელს, ალექსეი ისაიკინს, 64-ე მოტომსროლელი ბრიგადის ოთხ პოლკოვნიკს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში