''დინამო'' ბათუმმა გასვლაზე ''გაგრა'' მარტივად დაამარცხა

16 ივნისი 2022, 20:09 1304 ნახვა

სანაკრებო პაუზის შემდეგ "დინამო" ბათუმმა ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში გასვლაზე "გაგრა" 0-3 დაამარცხა.

პირველი ნახევრის ბოლო წუთზე ანგარიში მამუკა კობახიძემ გახსნა და "დინამომ" ტაიმი 0-1 მოიგო.

მეორე ტაიმში 52-ე წუთზე თორნიკე გაფრინდაშვილმა სხვაობა ორმადე გაზარდა.

72-ე წუთზე კი ჯაბა ჯიღაურმა მატჩის საბოლოო ანგარიში 0-3 დააფიქსირა.

17 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გია გეგუჩაძის გუნდს 38 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერია.

მეორე პოზიციაზე კი 33 ქულით წყალტუბოს "სამგურალი" იმყოფება.
21 ივნისს ბათუმელები საკუთარ მოედანზე ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში