დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ბაღის მშენებლობისთვის განკუთვნილი თანხიდან მილიონ ლარზე მეტი მიითვისა - საგამოძიებო 

17 ივნისი 2022, 10:30 1108 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, გაიმარჯვა ერთ-ერთი სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში.

კომპანიას საბავშვო ბაღის მშენებლობა ევალებოდა. უწყების ცნობით, აღნიშნულმა პირმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სამუშაოები შეასრულა ნაწილობრივ და ავანსის სახით ჩარიცხული თანხიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 1 232 372 ლარს.

''ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი კომპანიის სახელით, 2020 წელს საგადასახადო ორგანოში წარდგენილ დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში შეიტანა ყალბი მონაცემები, რა გზითაც შეიქმნა ფიქტიური აქტივი 99 233 ლარის ოდენობით, რომელიც შემდგომში გამოიყენა ბიუჯეტის მიმართ არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული, სახელმწიფო გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით, მისი მართვის ქვეშ მყოფი 2 კომპანიის სახელით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, სრულად არ ადეკლარირებდა მიღებულ შემოსავალს, რითაც თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამში 467 688 ლარის გადახდას'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში