ქალთა საერთაშორისო კონფერენცია

17 ივნისი 2022, 11:31 716 ნახვა

,,ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ - ქალთა საერთაშორისო  კონფერენცია ამ თემაზე ახლა მიმდინარეობს. 

ამ ტიპის კონფერენცია პირველად ტარდება რეგიონში და აერთიანებს სხვადასხვა სფეროს ქალებს - პოლიტიკის, დიპლომატიის, სამოქალაქო საზოგადოების, კულტურის, ბიზნესის, მედიის, სპორტის, ქველმოქმედების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ასევე ქალებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს კონფლიქტების ტრაგედია.

თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით ტარდება.

კონფერენცია სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში