გაეროს ანგარიში 

17 ივნისი 2022, 10:05 621 ნახვა

რუსეთის შეჭრიდან უკრაინაში უკვე 4481 სამოქალაქო პირია გარდაცვლილი, მათ შორის 284 ბავშვი ბავშვი. ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა.

კომისარის მოხსენება მარიუპოლში არსებულ ვითარებასა და რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას ეხებოდა. გარდა ამისა, მოხსენებაში აღნიშნული იყო, აზოვსტალის დამცველების საკითხი, რომლებიც ახლა სამხედრო ტყვეები არიან. როგორც უმაღლესმა კომისარმა აღნიშნა, არსებობს მტკიცებულებები მათი წამების შესახებ, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება.

უმაღლესი კომისრის ოფისში განმარტავენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გაცილებით მეტია.

უკრაინის ბევრი რაიონიდან ჯერჯერობით ვერ ხერხდება ინფორმაციის მიღება და გადამოწმება. უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მხოლოდ მარიუპოლში მოკლულია 20 ათასამდე სამოქალაქო პირი.

უმაღლესმა კომისარმა მარიუპოლში შექმნილ ვითარებაში ცალსახად დაადანაშაულა რუსეთი, მან რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში