ბათუმი ფარიკაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

17 ივნისი 2022, 10:10 603 ნახვა

თურქეთის ქალაქ ანტალიაში ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის კონგრესი გაიმართა, სადაც ბევრ საკითხთან ერთად, ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ვინაობაც გაირკვა.

საქართველომ ყველა კონკურენტს აჯობა და ამ მნიშვნელოვან ტურნირს უმასპინძლებს.

23-წლამდე მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის მაისში გაიმართება და მასპინძელი ქალაქი ბათუმი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ფედერაციამ სერიოზულ კონკურენციაში გაიმარჯვა და ბათუმმა შვეიცარიულ ბაზელს, პოლონურ კრაკოვსა და იტალიურ გენუას აჯობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში