,,ბომბორას თასი”

17 ივნისი 2022, 10:12 1017 ნახვა

,,ბომბორას თასი” -ქობულეთში 24 საჯარო სკოლა შორის  ფეხბურთში ტურნირი მიმდინარეობს,  რომელშიც 2012-2013 წლებში დაბადებული მოსწავლეები მონაწილეობენ.  

ჩემპიონატი  მეხუთე წელს ითვლის, თუმცა მოსწავლეებს შორის შეჯიბრება პირველად ტარდება. მიზანია სპორტის ამ სახეობით დაინტერესებული ახალი თაობის აღმოჩენა. საბოლოოდ კი, გამარჯვებულ ათ  საუკეთესო მოთამაშეს  შეარჩევენ, რომლებიც საფეხბურთო კლუბ "ბომბორას  აკადემიაში " ჩაირიცხებიან და უსასყიდლოდ ივარჯიშებენ. ,,ბომბორას თასი” 26 ივნისს დასრულდება და გამარჯვებულ ფეხბურთელებს  თასები  და სხვადასხვა  წამახალისებელი პრიზი გადაეცემათ.  

სპორტული ღონისძიების მხარდამჭერი კერძო სექტორთან ერთად ქობულეთის მერიაა. 

ნოდარ, იგივე ბომბორა გოგიტიძის სახელობის ტურნირები ქობულეთში მისი  გარდაცვალების შემდეგ, 2018  წლიდან  ყოველწლიურად იმართება. 

22 წლის ახალგაზრდა  ურთიერთშელაპარაკების დროს მიყენებული ჭრილობების გამო გარდაიცვალა. ის ფეხბურთელი იყო და გარკვეული პერიოდი ქობულეთის "შუქურაში" თამაშობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში