ადვოკატის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

17 ივნისი 2022, 14:27 991 ნახვა

ლაშა ჯანიბეგაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ - სარჩელზე  საკონსტიტუციო სასამართლოში არსებითი განხილვა გრძელდება. დღეს მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.

ლაშა ჯანიბეგაშვილი სადავოს ხდის პარლამენტის მიერ 2005 წელს მიღებულ კანონს, რომლითაც ადვოკატები იძულებული არიან მათი ნების საწინააღმდეგოდ ერთადერთ ასოციაციაში გაწევრიანდნენ.

მოსარჩელის განმარტებით, არსებული ნორმა ადვოკატს აიძულებს  იყოს ასოციაციის წევრი, რაც ადვოკატის განცხადებით,  ლახავს მეწარმეობის თავისუფლებას. ლაშა ჯანიბეგაშვილი ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობას აკრიტიკებს და ამბობს, რომ არსებული  ნორმები  ასოციაციას მონოპოლიურ მდგომარეობაში აყენებს.

საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში