აქცია მშენებლობის დემონტაჟის მოთხოვნით და შეხვედრა მერთან 

17 ივნისი 2022, 15:07 803 ნახვა

ხიმშიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები, რომლებიც კომპანია ‘’ორბის’’ მშენებლობას აპროტესტებენ, დღეს კიდევ ერთხელ ბათუმის მერიასთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სართულების დემონტაჟი და შენობის 2010 წელს დამტკიცებულ პროექტთან  შესაბამისობაში მოყვანაა.

მოქალაქეები ამბობენ, რომ სამუშაოები  მათ არაერთ პრობლემას უქმნით და მშენებლობა  ფარავს მომიჯნავედ საცხოვრებელ ბინებს.

აქციის მონაწილეებს დღეს ბათუმის მერი შეხვდა, რომელზეც გადაწყდა, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში მოქალაქეებიც ჩაერთვებიან.

აქციის მონაწილეების განმარტებით, მერისგან მიიღეს პირობა, რომ დამატებითი სართულების მშენებლობაზე ნებართვა არ გაიცემა.

მერიაში გვითხრეს, რომ ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია, მშენებელობა შეჩერებულია, და რომ მერია კანონის  შესაბამისად იმოქმედებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში