5 სოფლის მოსახლეობის აქცია ხელვაჩაურის მერიასთან

17 ივნისი 2022, 15:08 1432 ნახვა

აქცია ხელვაჩაურის მერიასთან. ხუთი სოფლის მახო, ონტოფოს, დავითაძეების,სიმონეთის, ზანაქეთის  მოსახლეობამ  გამაფრთხილებელი აქცია გამართა და მუნიციპალიტეტის მერიას მათი პრობლემების დაინტერესებისკენ მოუწოდა.

მოსახლეობა წყლის სისტემის რეაბილიტაციას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, გარე განათების მონტაჟს და ხუთივე სოფლის გაზიფიცირებას ითხოვს.

აქციის მონაწილეეებს ხელვაჩაურის მერი შეხვდა და განუცხადა, რომ გაზიფიცირება მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული ვადები როდის განახლდება  სამუშაოები აღნიშნულ სოფლებში არ  დაუსახელებია, რაც შეეხება შიდა სასოფლო გზების გარე განათება კი მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში