აჭარის ღია ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში

17 ივნისი 2022, 20:00 1064 ნახვა

ხვალ ბათუმის სპორტის სასახლე კონტაქტურ კარატეში აჭარის ღია ჩემპიონატს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

მებრძოლთა საერთო რაოდენობა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ასზე მეტია. შეჯიბრებაში იასპარეზებენ მხოლოდ ის სპორტსმენები, რომლებიც გასულ წელს საქართველოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები არიან.

დღეს კი ბათუმის რაგბის სტადიონზე აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის ინიციატივით ერთობლივი ვარჯიში გაიმართა, რომელშიც 300-ზე მეტი კარატისტი მონაწილეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში