ხულოში გზის მშენებლობის პროცესში ახალგაზრდა კაცი დაშავდა

17 ივნისი 2022, 20:06 2234 ნახვა

სოფელ დანისპარაულთან ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობის პროცესში მოქალაქე  დაშავდა. ოჯახის წევრების ინფორმაციით 25 წლამდე კაცს ავტომობილი დაეცა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, იგი ტექნიკას აკეთებდა, რა დროსაც ავტომობილი ამწედან ჩამოვარდა და მოიყოლა.

დაშავებული მძიმე დაზიანებებით ''BMS''-ში გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში