ხულოში გზის მშენებლობის პროცესში დაშავებული ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა

18 ივნისი 2022, 11:00 2424 ნახვა

სოფელ დანისპარაულში გზის მშენებლობის პროცესში დაშავებული მოქალაქე რეანიმაციულ დეპარტამენტში იმყოფება.

მედიკოსების ინფორმაციით პაციენტი არასტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზეა.

ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობის პროცესში გუშინ მოქალაქე დაშავდა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით 25 წლამდე კაცი ტექნიკას აკეთებდა, რა დროსაც ავტომობილი ამწედან ჩამოვარდა და მოიყოლა.

მოქალაქე მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში