პუტინი: რუსეთი არ არის ევროკავშირში უკრაინის შესვლის წინააღმდეგი

18 ივნისი 2022, 10:31 965 ნახვა

რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არასდროს ყოფილა, ევროკავშირი კი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, ნატოსგან განსხვავებით - ამის შესახებ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

დაამატა, რომ მოსკოვი მხოლოდ უკრაინის „სამხედრო განვითარებას“ აპროტესტებდა, ევროკავშირს კი მისი თქმით ეს სტატუსი არ აქვს. ამიტომაც უკრაინელების გადასაწყვეტია, ნებისმიერ გაერთიანებაში ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხი.

გარდა ამისა, პუტინმა  ბირთვული იარაღიც ახსენა და განმარტა, რომ  რუსეთი ბირთვული იარაღით არავის ემუქრება, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რას გამოიყენებს ის საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში