რუსეთის ომმა უკვე 323 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა 

18 ივნისი 2022, 10:01 627 ნახვა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, სულ მცირე 323 ბავშვი დაიღუპა და 583 დაშავდა. ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა იუწყება. მათივე ცნობით, ეს მაჩვენებლები საბოლოო არ არის.ამ დროისთვის რთული ვითარებაა დონბასში. გარდა ამისა საოკუპაციო ძალების მობილიზება მიმდინარეობს სევეროდონეცკსა და ბახმუტის გზატკეცილის მიმართულებით.

მიკოალევში განხორციელებულ საჰაერო იერიშს კი 2 ადამიანი ემსხვერპლა. მსხვერპლი მოჰყვა ლისიჩანსკში აფეთქებას, ქალაქში 4 ადამიანი დაიღუპა 7 კი დაშავდა.

რაც შეეხება უკრაინელების კონტრშეტევას, იზიუმთან უტევენ ოკუპანტებს, რათა ხელი შეუშალონ სლოვიანსკზე თავდსახმის განხორიცელებაში. 

გარდა ამისა, ოპერატიული  სარდლობა „სამხრეთის“ ცნობით, ცეცხლი გაუჩნდა რუსულ საბუქსირო სამაშველო გემს და ჩაიძირა ბორტზე მდებარე TOR-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასთან ერთად. რაც შეეხება მარიუპოლს - კიდევ ერთი ტყვე უკრაინელი პარამედიკოსი იულია პაევსკაია გაათავისუფლეს, ის ოკუპანტებმა ტყვედ მარტში აიყვანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში