ომის 116-ე დღე

19 ივნისი 2022, 11:44 679 ნახვა

უკრაინაში ომი 116-დღეა მიმდინარეობს.  ნიკოლაევში დაბომბვის შედეგად განადგურდა სპორტკომპლექსი. ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ნავთობის საცავი გაანადგურეს, დამწვრობის გამო 3 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. საოლქო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ არის მსხვერპლი, თუმცა რაოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება იზიუმის მიმართულებითაც. უკრაინის თავდაცვის ძალებს აქ წინსვლა აქვთ, მათ რუსებისგან სოფელი დმიტროვკა გაათავისუფლეს. იზიუმის მსგავსად დაბომბვები არ წყდება დონეცკის რეგიონში არსებული ფრონტის მთელ ხაზზე. ცეცხლის ქვეშაა 12 დასახლება. იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. 

უკრაინულმა მხარემ ოკუპანტების ტყვეობიდან  კიდევ 5 მშვიდობიანი მოქალაქის გათავისუფლება შეძლო.

გარდა ამისა, უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობაზე 4 საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.

როგორც ოპერატიული სარდლობა „სახმრეთი“ იუწყება, იერიშის შედეგად განადგურდა რუსული საბრძოლო მასალის საცავი, საწვავის ავზი და დაიღუპა 28 რუსი ჯარისკაცი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში