გლდანულაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს - შსს

19 ივნისი 2022, 10:07 795 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, გლდანულაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. გამოძიების მიხედვით შემთხვევას წინ, ნათესავებს შორის დაპირისპირება უძღვოდა, 17 ივნისს კი, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ბრალდებულმა თანამზრახველებს გადასცა ხელკეტი, პირბადეები, ქურთუკები და ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილი ავტომობილით მივიდნენ ერთის - ერთის  საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე: გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ  1993 წელს დაბადებულს ერთ- ერთმა ბრალდებულმა  ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში მიაყენა ჭრილობა, რის შემდეგაც დაჭრილმა  ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. 

დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად, ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

დანაშაულები 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში