პოლიციამ რუსთავში 3 ადამიანის დაჭრის ფაქტზე, 1 პირი დააკავა

19 ივნისი 2022, 10:05 585 ნახვა

პოლიციამ რუსთავში 3 პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 ადამიანი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკებისას, სამი პირი დანის გამოყენებით დაჭრა, შემდეგი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი სამივე კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ.

გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული კი 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში