უკრაინაში საომარი მოქმედებები 116-ე დღეა მიმდინარეობს

19 ივნისი 2022, 14:25 791 ნახვა

უკრაინაში საომარი მოქმედებები 116-ე დღეა მიმდინარეობს. დონეცკისა და ხარკოვის მიმართულებით, სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი არ წყდება. ოკუპანტები სევეროდონეცკს ბომბავენ არტილერიითაც, ძირითადი სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, სევეროდონეცკში მოსახლეობის დიდი ნაწილი ევაკუაციაზე უარს ამბობს, ისინი საცხოვრებელი სახლების დატოვებას არ აპირებენ. ნიკოლაევში დაბომბვის შედეგად გადანდგურდა სპორტკომპლექსი. ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ნავთობის საცავი გაანადგურეს, დამწვრობის გამო 3 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი.

საოლქო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ არის მსხვერპლი, თუმცა  რაოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის. აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება იზიუმის მიმართულებითაც.

უკრაინის თავდაცვის ძალებს აქ წინსვლა აქვთ, მათ რუსებისგან სოფელი დმიტროვკა გაათავისუფლეს. იზიუმის მსგავსად დაბომბვები არ წყდება დონეცკის რეგიონში არსებული ფრონტის მთელ ხაზზე. ცეცხლის ქვეშაა 12 დასახლება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში