უკრაინაში კიდევ ერთი მებრძოლი დაიღუპა

19 ივნისი 2022, 15:01 958 ნახვა

უკრაინაში ქართველი სამხედროს დაღუპვის შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებს საქართველოს ელჩი უკრაინაში.

გიორგი ზაქარაშვილის ინფორმაციით აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან უკრაინულ მხარესთან და ცხედარს საქართველოში გადმოასვენებენ, თუმცა  ელჩი კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებს.

ქართველ მებრძოლს ალუდა ზვიადაურს  დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი გამოჰყავდა რა დროსაც მას ზურგში ესროლეს.

 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 16 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში