საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მაკრონის კოალიციამ უმრავლესობა დაკარგა

20 ივნისი 2022, 10:02 702 ნახვა

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა კოალიციამ გაიმარჯვა, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო. 

საფრანგეთის ეროვნული კრების ქვედა პალატის არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, საფრანგეთის პრეზიდენტის საარჩევნო კოალიცია  245 ადგილს მიიღებს, მაშინ, როდესაც აბსოლუტური უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ მცირე 289 ადგილი იყო საჭირო.

ოფიციალური მონაცემებით, მეორე ადგილზეა ჟან-ლუკ მელანშონის მემარცხენეების, მწვანეებისა და კომუნისტების კოალიცია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 131 ადგილს დაიკავებს.

ფრანგული მედიის ცნობით, არჩევნებში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია მარინ ლე პენის „ეროვნულმა კრებამ“, რომელსაც ეროვნულ ასამბლეაში 89 მანდატი ექნება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში