დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 20 და 21 წლით პატიმრობა მიესაჯათ

20 ივნისი 2022, 11:07 553 ნახვა

დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 20 და 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კიდევ ერთს - 6 წელი.

საგამოძიებო უწყების ცნობით, დადასტურდა, რომ გასული წლის 7 ოქტომბერს, გორში, ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი, თავს დაესხა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, ძალადობით დაეუფლნენ მის მობილურ ტელეფონს, საბანკო პლასტიკურ ბარათს და ფულად თანხას.

რაც შეეხება არასრულწლოვან ბრალდებულს, პროკურატურის ცნობით, მისთვის სასჯელის დანიშვნის სხდომა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, განაჩენის გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში