დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარედგინა

20 ივნისი 2022, 14:02 970 ნახვა

პროკურატურამ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინა. ირკვევა, რომ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ბრალდებულებმა ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება და სოფლის მოსახლეობის წინაშე ქალის დამცირება გადაწყვიტეს. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 8 წლის წინ საგარეჯოში, ბრალდებულებმა ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ქალს და მას თავისუფლება აღუკვეთეს.

ბრალდებულები, სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, იგი უნდა დასჯილიყო. რის შემდეგაც დაზარალებულმა თავი მოიკლა.

დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამ საქმეზე დამატებით 2 თვის წინ სამ ადამიანს შეუფარდეს პატიმრობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში