რუსი სამხედროები მთლიანად აკონტროლებენ სევეროდონეცკს, აზოტის ქიმიური ქარხნის გარდა

21 ივნისი 2022, 10:28 839 ნახვა

ომის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები მთლიანად აკონტროლებენ სევეროდონეცკს, აზოტის ქიმიური ქარხნის გარდა, სადაც 20 ივნისსაც გაგრძელდა ბრძოლები.

“დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, კი რუსულმა ძალებმა ქალაქ სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ნაწილში შეაღწიეს და „აზოტის“ ქიმიური ქარხანა სევეროდონეცკის ერთადერთი ნაწილია, რომელიც უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.

უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, ქარხანას 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს.

რუსულმა ძალებმა, ამასთან, საარტილერიო შეტევა გააძლიერეს მიკოლაევისა და ხერსონის ოლქების საზღვარზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში