საკონსტიტუციო დავა საჯარო სამსახურში შიდა კონკურსის წესზე

21 ივნისი 2022, 14:21 665 ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლოში „გიორგი მიქელაძე საქართველოს პარლამენტის და საქართველოს მთავრობის წინააღდეგ“ სარჩელის   განხილვა გრძელდება.  დავის საგანს  ის ნორმები  წარმოადგენს , რომელიც  საჯარო სამსახურებში დახარჯული ან შიდა კონკურსის ჩატარების წესს ადგენს. 

არსებული წესის თანახმად,  დახურული კონკურსი ცხადდება მხოლოდ საჯარო სამსახურის  მასშტაბით და კანდიდატი შეირჩევა მოქმედი მოხელეებიდან,  რეზერვში ჩარიცხული  და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებიდან. მოსარჩელე მიუთითებს, რომ კონკურსის ჩატარების  ეს წესი  ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას, ასევე არის დისკრიმინაციული და  გარეშე პირებს კონკურში მონაწილეობის შესაძლებლობას უზღუდავს. 

საქმეს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს .

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში