უკრაინაში კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

21 ივნისი 2022, 13:50 663 ნახვა

უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლის დროს  აშშ-ს მოქალაქე სტივენ ზაბელსკი  დაიღუპა. ამის შესახებ ვაშინგტონ პოსტი წერს. 

52 წლის სტივენ ზაბელსკი 15 მაისს ბრძოლის დროს დაიღუპა. მას მეუღლე და ხუთი შვილი დარჩა.  ამერიკული მედიის განცხადებით, ზაბელსკი იყო აშშ-ს არმიის ვეტერანი, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ დოროჟნინკას მახლობლად ნაღმზე აფეთქდა.

მანამდე უკრაინის ომში 22 წლის ამერიკელი ვილი ჯოზეფ კანსელი დაიღუპა. იგი კერძო სამხედრო კომპანიაში მუშაობდა.

16 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში მესამე ამერიკელის გაუჩინარების შესახებ განაცხადა. აშშ-ის კიდევ ორი მოქალაქე ოკუპირებული დონეცკის ოლქში რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება. მათ უკრაინაში უკანონო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის ბრალდებით სასიკვდილო განაჩენი ემუქრებათ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში