პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კატარში

21 ივნისი 2022, 18:26 619 ნახვა

პრემიერ-მინისტრი კატარის სახელმწიფოს ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე შეიხ ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანის შეხვდა.მხარეებმა განიხილეს საქართველო- კატარის თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში. შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანიმ გამოთქვა მზადყოფნა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს და ადგილზე შეისწავლოს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. შეხვედრის დასასრულს ირკალი ღარიბაშვილმა და კატარის ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარემ შეიხ ფაისალ ბინ ქასსიმ ალ თანის მუზეუმში ქართული კუთხე საზეიმოდ გახსნეს. მუზეუმში ქართული სექცია დამთვალიერებლებისთვის თვალსაჩინო ადგილზეა განთავსებული, სადაც ქართული ეროვნული და ისტორიული ექსპონატებია გამოფენილი. კატარის ერთ-ერთ ყველაზე ღირსშესანიშნავ მუზეუმში მუდმივმოქმედი ქართული სექციის გახსნა და ქართული ექსპონატების განთავსება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების პოპულარიზაციას კატარის სახელმწიფოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში