რაულ თავართქილაძის განცხადება

13 მაისი 2016, 00:00 3077 ნახვა

სამართალდამცავ უწყებას გულგრილობასა და დანაშაულის დამალვის მცდელობაში ადანაშაულებს რაულ თავართქილაძე. მისი განცხადებით, დაახლოებით ათი დღის წინ, ხუცუბანში ორი ახალგაზრდის ცივი იარაღით დაჭრის ფაქტზე საქმე აღძრული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველები საქმის კურსში იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ 1 მაისს მომხდარი ფაქტი უკვე გახსნილია. გამოძიება 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმედ დაზიანებას გულისხმობს. ნივთმტკიცება- დანა ამოღებულია, ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, თუმცა ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ექსპერტიზის პასუხს ელოდება, რომლითაც დანაშაულის სიმძიმე უნდა განისაზღვროს. 

ამავე კატეგორიაში