ე.წ. რეფერენდუმი ე.წ. სამხრეთ ოსეთში

21 ივნისი 2022, 19:16 573 ნახვა

შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციას უერთდება, მაგრამ თავად რუსეთში ამის შესახებ ჯერ არ იცოდნენ. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ალან გაგლოევის თქმით, სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში შესვლასთან დაკავშირებით რუსულ მხარესთან რამდენიმე ნაბიჯი შემუშავდა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა,  რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ხელისუფლება“ თავად უნდა გაერკვეს იმ იურიდიულ კაზუსში, რომელიც ჩნდება რუსეთის შემადგენლობაში „რესპუბლიკის“ შესვლის შესახებ „რეფერენდუმის“ გამართვით.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში