საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

21 ივნისი 2022, 22:53 1071 ნახვა

საქართველოს ვაჟ  წყალბურთელთა ნაკრებმა სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ისტორიული პირველი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველომ ჯგუფის პირველი შეხვედრა ბრაზილიასთან გამართა და მეტოქე 4 ბურთიანი უპირატესობით 14-10 დაამარცხა.

მომდევნო მეორე ტურიში დეიან სტანოიევიჩის გაწვრთნილი საქართველო  23 ივნისის  21:20 საათზე მონტენეგროს დაუპირისპირდება.

მსოფლიოს ჩემპიონატში სულ 16 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს.
ჯგუფების გამარჯვებულები მეოთხედფინალში პირდაპირ გავლენ. 

მეორე და მესამე ადგილზე გასულები  კი კიდევ 4 ადგილისთვის  იბრძლებენ.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების თამაშების ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტანტი საქართველო მას მერე მოხვდა, რაც რუსეთის ნაკრები ტურნირიდან მოკვეთეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში