უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებებს ამერიკელი ''ნაცისტებზე მონადირე'' გამოიძიებს

22 ივნისი 2022, 09:50 512 ნახვა

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უკრაინაში ვიზიტისას   ომის დანაშაულების საგამოძიებო  ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა. მერიკ  გარლანდის თქმით, ჯგუფს სათავეში ჩაუდგება ელი როზენბაუმი, რომელსაც  აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში  ნაცისტებზე  მთავარ მონადირედ მიიჩნევენ. 

ჯგუფში  ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ომის დანაშაულების გამოძიების ექსპერტები შევლენ. როზენბაუმი აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს "ვეტერანია" 36 წლიანი გამოცდილებით, რომელმაც  იუსტიციის სამინისტროს ნაციზმში ბრალდებულების  დეპორტაციის ან მოქალაქეობის ჩამორთმევის 100-ზე მეტ საქმეში დაეხმარა. 

გარლანდის განცხადებით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი უკრაინაში, ასევე   ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში საერთაშორისო  სანქციების გვერდის ავლით რუსეთის მცდელობებთან ბრძოლის მიზნით რამდენიმე პროკურორს  მიავლენს.   

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი მოულოდნელად ეწვია უკრაინას და შეხვდა გენერალურ პროკურორს ირინა ვენედიქტოვას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში