დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაში უახლოეს რამდენიმე თვეში შენელდება - ბორის ჯონსონი

23 ივნისი 2022, 10:46 1042 ნახვა

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის შეტევა უკრაინაში უახლოეს რამდენიმე თვეში შენელდება, რადგან მის არმიას რესურსები ეწურება,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

„ჩვენს სამხედრო სადაზვერვო სამსახურს სჯერა, რომ უახლოეს რამდენიმე თვეში რუსეთი შესაძლოა, მივიდეს იმ წერტილამდე, საიდანაც აღარ იქნება წინსვლა, რადგან მან თავისი რესურსები ამოწურა. მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას დინამიკის უკუქცევაში. მე ამ არგუმენტს დავიცავ დიდი შვიდეული სამიტზე“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინის ძალები უკრაინის დონბასის რეგიონში წინ მიიწევენ, თუმცა ეს მათ სამხედროების და შეიარაღების დიდ დანაკარგად უჯდებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში