“აკადემიური კეთილსინდისიერება და დისტანციური სწავლება საგანგებო სიტუაციის დროს” - კონფერენცია

23 ივნისი 2022, 10:26 595 ნახვა

„აკადემიური კეთილსინდისიერება და დისტანციური  სწავლება საგანგებო მდგომარეობის დროს“  –  ამ სახელწოდებით  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტთან თანამშრომლობით  ბათუმში  პირველ საერთაშორისო  კონფერენციას მასპინძლობს. 

წლევანდელ  კონფერენციაზე  განიხილება პანდემიის პერიოდში  შექმნილი საგანგებო  მდგომარეობით გამოწვეული პრობლემები, ონლაინ  სწავლების პროცესი და  ამ ჭრილში აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვა. ღონისძიება ერასმუს+ ის  საგრანტო პროექტის  ფარგლებში იმართება. 

მიზანი ადგილობრივი პარტნიორების მიერ აკადემიურ  კეთილსინდისიერების  დაცვასთან დაკავშირებული  გამოცდილების გაზიარებაა.

დღევანდელ შეხვედრას  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე  განათლების ხარიხის განვითარების ეროვნული  ცენტრის  წარმომადგენლებთან ერთად  15 უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების  40 მდე  მომხსენებელი ესწრება .

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში