როდესაც საქართველო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ავტომატურად მოხდება - ბორელი

23 ივნისი 2022, 13:07 727 ნახვა

ახლა საქართველოს აქვს მკაფიო გზა - როდესაც ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ავტომატურად მოხდება, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„ჩემი გზავნილია, რომ საქართველოსთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია. მათ არ უნდა განიხილონ ეს ნეგატიურად. ახლა საქართველოს აქვს მკაფიო გზა, ახლა მათ აქვთ შესასრულებელი საქმეები, აქვთ განრიგი, ასე რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე ხართ. როდესაც ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ავტომატურად მოხდება“, - განაცხადა ბორელმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში