ლატვიის და ლიეტუვის პრეზიდენტების მხარდაჭერა

23 ივნისი 2022, 18:09 680 ნახვა

ორი ქვეყნის ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტები საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებენ.  ისინი საქართველოს პრეზიდენტს წერენ, რომ მხარს  უჭერენ  საქართველოს  ევროინტეგრაციას. მათი განცხადებები პრეზიდენტების ტვიტერის ოფიციალურ გვერდებზე ქვეყნდება. "ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ", - წერს ლიეტუვის პრეზიდენტი  ტვიტერზე  საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოსთვის წევრობის კანდიდატურის მხარდაჭერისთვის ამ გაერთიანების 27-ვე ქვეყნის ლიდერს პერსონალურად ჩაწერილი ვიდეოებით მიმართა და მხარდაჭერა სთხოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში