საქართველოს ჩემპიონატი შშმ მოჭადრაკეთა შორის

23 ივნისი 2022, 18:46 1095 ნახვა

ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობების პირთა შორის საქართველოს ჩემპიონატს ჭადრაკში უმასპინძლეს. ტურნირში საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ათი მოჭადრაკე მონაწილეობდა. შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით, ცხრა ტურად ჩატარდა. ქალთა შორის ჩემპიონი თბილისელი  მარგალიტა ნათელაური გახდა, მეორე ადგილზე ქუთაისელი ანანო გოგოლაძე გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი ბათუმელმა ანა მგელაძემ მოიპოვა. ვაჟთა შორის ქუთაისის წარმომადგენელმა ლერი ტალიკაძემ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე თბილისელი ლერი სარიშვილი გავიდა, მესამე ადგილი ქედელმა რომან წითელაძემ მოიპოვა. გამარჯვებულები, პრიზიორები და ტურნირის ყველა მონაწილე მედლებით, თასებით, სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში