საქართველოს ევროპული პერსპექტივა

23 ივნისი 2022, 19:38 761 ნახვა

გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათი რჩება. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც სამიტის მონაწილეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს კი, მითითებული პრიორიტეტების შესრულების შემდეგ. ევროკავშირის ლიდერებმა უნდა შეასრულონ ისტორიული პასუხისმგებლობა და პოლიტიკური სიგნალი მისცენ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს მათი ევროპული პერსპექტივის დადასტურებით, – ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა 529 ხმით მიიღო. რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 45-მა, 14-მა კი თავი შეიკავა. ამ წუთებში ბრიუსელში 27 ქვეყნის ლიდერი ასოცირებული ტრიოს სტატუსის მინიჭების საკითხის ირგვლივ მსჯელობს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში