სენაკში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან

23 ივნისი 2022, 19:39 722 ნახვა

სენაკის მუნიციპალიტეტი  ორი დღეა სტიქიის ზონადაა ქცეული. უხვი ნალექის შედეგად მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ქვა-ღორღითაა დაფარული და დატბორილია სოფელთან და ქალაქთან დამაკავშირებელი ქუჩები. როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები განმარტავენ, ზარალი რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს. გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია. ლევან ურიდია იმყოფებოდა დღეს სტიქიის ზონაში.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში