საქართველოს ნაკრების მეორე გამარჯვება „დევისის თასზე“

24 ივნისი 2022, 10:03 623 ნახვა

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა  დევისის თასის მესამე ჯგუფში მეორე მატჩი ისე მოიგო, რომ სეტი არ დაუთმია. 22 ივნისს ქართველებმა სომხეთის ნაკრებს 3:0 სძლიეს, ამჯერად კი ლიხტენშტაინთან ამავე ანგარიშით გაიმარჯვეს.

ალექსანდრე ბაკშიმ ორ სეტში 6:0, 6:2 სძლია ერიკ პაპარდს, ხოლო საბა ფურცელაძემ ანდრეი სპასოიევიჩს 6:1, 6:2 აჯობა. წყვილებში ბაკში/ტყემალაძის დუეტმა ბესიმო/სპასოიევიჩი დაამარცხა – 6:1, 6:2. ჯგუფში პირველი ადგილისთვის მატჩში კვიპროსს დაუპირისპირდება.

საქართველოსთან ერთად დევისის თასის მესამე ჯგუფში მასპინძელი მონტენეგრო, სომხეთი, კვიპროსი, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მოლდოვა და ჩრდილოეთ მაკედონია თამაშობენ.

აღნიშნული რვა ნაკრებიდან სამი საუკეთესო მეორე ჯგუფის პლეი ოფში მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში