ომის მეხუთე თვე - უკრაინულმა არმიამ კიდევ ერთი ქალაქი დაკარგა

25 ივნისი 2022, 11:07 933 ნახვა

უკრაიანში ომი ისევ გრძელდება. ომის 122-ე დღეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 339 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, კი დაშავებულია 611-ზე მეტი არასრულწლოვანი.

უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკის ტერიტორიას ტოვებენ. ლისიჩანსკში შესასვლელად კი რუსი ოკუპანტები სევეროდონეცკის ინდუსტრიულ ზონას  უტევენ - ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს.

ოკუპანტები ლისიჩანსკის სამხრეთით მდებარე ჰირსკეს რაიონში შევიდნენ. ტერიტორია სრულად არის ოკუპირებული. ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის გენშტაბი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი, ტყვედ 2 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი და 80 უცხოელი მებრძოლი აიყვანეს. რუსულმა ძალებმა დაბომბეს ქალაქი კრივოი როგი, რომელიც დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარეობს.

უკრაინული მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად 60 წლის ქალი დაშავდა. მიკოლაევის მერმა მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ქალაქში დაახლოებით 230 000 ადამიანი რჩება, სიტუაცია კი უკიდურესად მძიმეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში