დაკავებულის ოჯახი პოლიციას ნარკოტიკული საშუალების “ჩადებაში” ადანაშაულებს

25 ივნისი 2022, 10:42 4649 ნახვა

აქცია იყო ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორთან. დაკავებული თენგიზ თავდგირიძის ოჯახის წევრები დაკავების ფაქტს აპროტესტებდნენ.

ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა თავდგირიძე უკანონოდ დააკავეს და მას ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. მათი თქმით, თენგიზ თავდგირიძეს მას შემდეგ, რაც საქართველოში დაბრუნდა სამართალდამცავები ნარკოტიკული საშუალების ,,ჩადებით'' ემუქრებოდნენ.

ასევე ამბობენ, რომ საზღვრის კვეთისას მიცეს ვადა, რომ 20 ივნისის შემდეგ ქვეყანა უნდა დაეტოვებინა, თუმცა რა იყო ამის საფუძველი დაკავებულის ოჯახის წევრები არ აკონკრეტებენ.

დაკავებულის ადვოკატის, ზაზა პაპიძის თქმით, თავდგირიძემ საქართველოში ყოფნისას ოპერაცია გაიკეთა, ამიტომ ის ქვეყანას ვერ დატოვებდა. თუმცა რატომ უნდა წასულიყო ქვეყნიდან 20 ივნისის შემდეგ ადვოკატი ფაქტს უკავშირებს თავდგირიძის წარსულში ნასამართლეობას.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში