ზეწოლა გაიზრდება, რათა უბიძგონ, აიძულონ უკრაინელები ცუდი მშვიდობისკენ - ჯონსონი

25 ივნისი 2022, 14:33 964 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი შიშობს, რომ ეკონომიკურმა შედეგებმა შესაძლოა, უკრაინაზე ზეწოლა მოახდინოს და აიძულოს, რომ რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებას დაეთანხმოს, რომელიც ქვეყნის ინტერესებში არ შედის.

„ძალიან ბევრი სახელმწიფო ამბობს, რომ ეს ევროპული ომი არ არის საჭირო, ამიტომ ზეწოლა გაიზრდება, რათა უბიძგონ, აიძულონ უკრაინელები ცუდი მშვიდობისკენ“, – ეს განცხადება ბორის ჯონსონმა რუანდაში ვიზიტის დრო გააკეთა.

დაამატა, რომ პუტინის ომში გამარჯვების შემთხვევაში, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის საშიში შედეგი დადგება, რასაც „გრძელვადიანი ეკონომიკური კატასტროფა“ შესაძლოა მოყვეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში